დაყადაღება

დაყადაღება
მესაკუთრის ან მფლობელისათვის ქონების განკარგვის ან ქონებით სარგებლობის უფლების აკრძალვა. სისხლის სამართლის პროცესში სარჩელის, სხვა ქონებრივი სახდელის, აგრეთვე საპროცესო კონფისკაციისა და სისხლის სამართლებრივი იძულებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად, სასამართლოს შეუძლია, ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე მათი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ანდა, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ქონება დაყადაღდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»